aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით  ჯამში განახორციელა   8 158 225 ლარის ღირებულების ხილ – ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა,  რითაც,   სახელმწიფო ბიუჯეტს  653 852,10  ლარის ზიანი მიაყენა. ასევე, ბრალდებულმა, ამ კომპანიების სახელით,   იმპორტირებული საქონლის  საბაჟო ოპერაციების განხორციელებისას, საბაჟო გადასახდელების დასადასტურებლად,  საგადასახადო ორგანოში წარადგინა 28 580 ლარის ყალბი საგადასახადო დავალებები.”- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე – 3 ნაწილით და  210 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 – დან 6 წლამდე.

იტვირთბა....