aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თანამდებობა შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დაწინაურდნენ და თანამდებობა შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბიძინა ივანიშვილთან”, –  ასე შესაფასა ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებები.

უგულავას შეფასებით, ეს ცვლილებები ვერ პასუხობს მინიმალურ სტანდარტსაც კი.

”დაწინაურდა და თანამდებობა შეინარჩუნა იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბიძინა ივანიშვილთან.

დავიწყოთ გიორგი გახარიათი – გახარია, რომელიც არც პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს და ამავდროულად მას პოლიციასთან არანაირი შეხება არ გააჩნია, ინიშნება შსს მინისტრად. მას არც გამოცდილება აქვს და არც პოლიტიკური წონა იმისთვის, რომ შსს მინისტრად დაინიშნოს. მაგრამ ის არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი.

მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრად ინიშნება, ბოლო სამი წლის განმავლობაში რკინიგზას ხელმძღვანელობს, რომლის ტვირთბრუნვა საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, რკინიგზამ მთავრობასთან ერთად ჩააგდო ის ტესტი, რომელიც შემოვლით რკინიგზის პროექტს გულისხმობს. ესეც შესაბამისად შიდა კლანურ გადაადგილებას უკავშირდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ახალი მინისტრობის კანდიდატების და სამინისტროების სია წარმოადგინა.

იტვირთბა....