aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

“თამაში მოვიგეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ნაკრების ვიცე კაპიტანმა გურამ კაშიამ ლატვიასთან მოგებული თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ნაწყენი არავიზე არ არის.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მან უამრავი გულშემატკივრისგან იგრძნო მხარდაჭერა, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა აღნიშნა, რომ ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ აღდგენას ამ ეტაპზე მაინც არ აპირებს.

“რაც სასიამოვნოა, დღეს თამაში მოვიგეთ და ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. მე მხარდაჭერას ყველასგან ვგრძნობდი და ძალიან მაგარია, რომ ხალხს ასე ვუყვარვარ. ეს არის ალბათ ნამდვილი ქართველობა და ნამდვილი გულშემატკივრობა. მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. ყველა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ვინც ჩემს წინააღმდეგ არის და არავისზე ნაწყენი არ ვარ. არავისზე ცუდს არ ვიტყვი”, – განაცხადა გურამ კაშიამ.

იტვირთბა....