aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ჟვანია: ძალიან ბევრ ქვეყანაში მინახავს ამომრჩეველთა აღრიცხვა სხავადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ ჟვანია არჩევნების პროცესებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

“ასეთი ფაქტები ამ არჩევნებისათვის ახალი არ არის. თითქმის ყველა არჩევნებზე როგორც ჟურნალისტებს, ისე ყველა ჩართულ მხარეს გვესმის, რომ როგორც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა აღრიცხვა ხდება, რაც ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოში ხდება. დღევანდელი კანონმდებლობით ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს. ის, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან განსხვავებული განცხადებები გაკეთდა. ნაწილი თვლიდა, რომ ეს განხილული შეიძლება იყოს როგორც დარღვევა, ხოლო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებდა, რომ ეს კანონდარღვევა არ არის. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიციაც გახლდათ ის, რომ ეს უფლება, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უფლებამოსილებების ნაწილში, საარჩევნო კანონმდებლობით არის დადგენილი და არ არის აკრძალული. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც მინახავს ამომრჩეველთა აღრიცხვა სხავადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში და უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება. თუკი ნებაზე ხდება გავლენის მოხდენა, მხოლოდ ამ ნაწილშია პრობლემური“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარე ასევე, აცხადებს, რომ არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა საარჩევნო სიაში რეგისტრაციის პროცესი ამომრჩევლის იდენტიფიცირებას გულისხმობს და საარჩევნო კანონმდებლობა ამ პროცესის სრული დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.

“შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ უფლების შეზღუდვის უფლებას თავს ვერ მისცემდა. 18 წელია საარჩევნო სფეროში ვარ და პირველად მოვისმინე, როცა სადამკვირვებლო ორგანიზაცია დამკვირვებელთა უფლების შეზღუდვას ითხოვდა. ასე რომ, უფლებას, რაც კანონით დადგენილი, მე და საარჩევნო ადმინისტრაცია ვერავის წაართმევს. თუკი ჩვენ გვექნება საჩივრები იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური მონაცემების არაკანონიერი მიზნებისათვის გამოყენება მოხდა, ეს არის კანონის დარვევა და დაუშვებელი“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

იტვირთბა....