aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურების მუხლიც წაუყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისსში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს,  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის გარდა, პროკურატურამ ბრალი კიდევ შვიდ ეპიზოდთან დაკავშირებით, მათ შორის გაუპატიურების მუხლით წაუყენა.

გამრეკელაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით ბაქრაძეს მხოლოდ ორი ბრალდება აქვს წაყენებული. სისხლის სამართლის კოდექსის 6 სხვადასხვა მუხლით კი გამოძიებამ მას ბრალი მოკლულის დედის, ნათელა გობაძის მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამო წაუყენა. ამასთან, ბრალდების ყველა ეპიზოდს ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა.

რაც შეეხება ბრალდებებს, ვეფხია ბაქრაძეს ჯამში 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა და საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ბრალდებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდს არ აღიარებს და კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. როგორც  ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა, ვეფხია ბაქრაძე იმ პოზიციაზეა, რაც დაკავებისას ჰქონდა. კერძოდ, ბაქრაძე მხოლოდ განზრახ მკვლელობას აღიარებს. სხვა ბრალდებებს, მათ შორის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ბრალდებული არ ეთანხმება. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

იტვირთბა....