aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამაზ მეჭიაური: საოლქო კომისიაში მოხდა სპეცრაზმის მობილიზება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ბოლო მონაცემით, საოლქო კომისიამ შეცვალა ერთი ოქმი, ამოიღო ბათილი ბიულეტენები და ჩემი მოწინააღმდეგის მომხრე ბიულეტენებში გადაიტანა, შედეგად გამოჰყავს ისე, რომ სამი ხმით ვაგებ თურმე“, – განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაურისვე თმით, გუშინ მისი წარმომადგენელი საოლქო კომისიაში არ შეუშვეს.

„ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა ოქმი, რომლითაც მტკიცდება, რომ მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ საოლქო კომისიაში მოხდა სპეცრაზმის მობილიზება. ჩვენი წარმომადგენელი სამი საათი ალოდინეს და არ შეუშვეს კომისიაში ყველანაირი კანონის დარღვევით. ჯერ მე-20 უბანს არ ხურავდნენ, უნდოდათ ამით დაერეგულირებინათ საერთო შედეგი. მერე მე ავტეხე აურზაური, ტელევიზიებმა გაიგეს, თამარ ჟვანია ჩაერია 2-3 დარეკვის შემდეგ და დაახურინა უბანი. სამჯერ გადათვალეს იქ შედეგები და მერე დახურეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იქ, სადაც სამჯერ გადათვალეს მონაცემები, საოლქო კომისიას თითქოს უპოვია, რომ ბათილი ოქმები მოწინააღმდეგის იყო“, – განაცხადა მეჭიაურმა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერზე გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთში მერის არჩევნებში ამ დრომდე თამაზ მეჭიაური ერთი ხმით “ქართული ოცნების” კანდიდატს უგებს.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ამდრომდე გამოქვეყნებული მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 811 682 (55.66 %);

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 248 615 (17.05 %);

„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 153 264(10.51 %);

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 95 212(6.53 %);

იტვირთბა....