aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე: მუხტარლის საქმეზე გამოძიება რომ ვერ დასრულდა, ქართველი ძალოვნების ბრალი არ არის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობისას განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიება სწრაფად ვერ დასრულდა, ეს კი არაა საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ბრალი.

ვინც უნდა დაიკითხოს იმ სუბიექტზე ხელმისაწვდომობა ამ ეტაპზე უზრუნველყოფილი არ არის და რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა პრობლემას შეუქმნის პარლამენტის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიასაც,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ მუხტარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ჯერ დრო და რესურსი არ ამოუწურავს, ამიტომ, როდესაც გამოძიების ფარგლებში დრო და რესურსი ამოიწურება, შემდგომ, შესაძლოა, პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის განხილვას დაუბრუნდეს.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, აფგან მუხტარლს, რომელიც 29 მაისს თბილისში გაუჩინარდა, აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თუმცა, Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში წერია, რომ მას ცრუ ბრალდება წაუყენეს.
საქართველოში მუხტარლის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....