aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თალაკვაძე: “მარგველაშვილი, აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე პრეზიდენტის უარის შეფასებისას განაცხადა, რომ  პრეზიდენტი გიორგი აბაშიშვილის პირით გვესაუბრება. თალაკვაძის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

„გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესი. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ და მას გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც გუშინ ითხოვდა ფორმატის შეცვლას. ეს არის ძალიან გაუგებარი, პირველ რიგში, და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი- ეს იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

ჩვენ მზად ვიყავით დებატებისთვის გუშინ, ჩვენ შევთავაზეთ დღეს სატელევიზიო დებატები და მზად ვართ დებატებისთვის დღესაც, თუმცა, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს – 150 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში სწორედ ხალხის პირდაპირი არჩევნებით არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ სტანდარტს გვიჩვენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გუშინ ითხოვდა.

მან გუშინ მოითხოვა კითხვებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა. დღეს, როდესაც შევთავაზეთ ეს შესაძლებლობა, უარს აცხადებს პირდაპირ სატელევიზიო დებატზე, სადაც საზოგადოებას შეეძლო, თავად დაენახა, თუ რამდენად ჰქონდა მას პასუხები კითხვებზე, რამდენად შეუძლია უპასუხოს იმ კრიტიკულ განწყობებს, რომელიც გუშინ პარლამენტში იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

იტვირთბა....