aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე: “დედამიწა მარგველაშვილის ირგვლივ არ ტრიალებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს მმართველი გუნდიდან უპასუხეს. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მარგველაშვილს გონია, რომ დედამიწა მის გარშემო ბრუნავს.

“პრაქტიკულად,  მარგველაშვილმა თქვა, რომ დედამიწა ტრიალებს ჩემს გარშემოო, შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო. შესაბამისად, მე ვფიქრობ,  მას ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, ისევ და ისევ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს წინ. რეალურად, ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ამიტომ გვაჩქარებს ალბათ, თავისი გეგმის მიხედვით”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრისას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ოცნებას” მისი არჩევნებში მონაწილეობა არ სურს, რათა სუსტი კანდიდატურა წამოაყენონ.

“რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? არ ასახელებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ დაასახელონ კანდიდატი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი.

ყველაზე მეტად აწყობთ, რომ მე თქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი იქნება, ჭკვიანი იქნება, აქ იმ კანდიდატს ვერ ნახავთ ვერაფრის დიდებით, თქვენ თუ მოიყვანთ ექსკურსიაზე, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ, ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

იტვირთბა....