aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თაკო ჩარკვიანი კახა კალაძის გადადგომას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი მის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მერმა “გააპრავა” თავდამსხმელების ქმედება. ჩარკვიანი კალაძის გადადგომას ითხოვს.

„მან პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა პრაქტიკულად დაჯგუფებებს მომავალი ოჯახების შევიწროებისკენ. რა თქმა უნდა ამას ცხადია გაგრძელება ექნება და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ. პრაქტიკულად ოჯახი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ. პრაქტიკულად „გააპრავა“ ბოროტმოქმედება მოქმედმა ქალაქის მერმა,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, პოლიტიკური მოტივით, მის ოჯახს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ. 

შსს-მ თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა. 

ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ ერთი პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო სამი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ამჯერად სასამართლომ ამ სამი პირის შესახებ იმსჯელა. ამ დროისთვის, სამივე მათგანი გათავისუფლებულია. მეოთხე პირის სასამართლო პროცესი მოგვიანებით გაიმართება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ფაქტის შეფასებისას განაცხადა – რასაც დასთეს, იმას მოიმკი.

სოციალურ ქსელში აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების კადრებიც გავრცელდა.

იტვირთბა....