aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება თავზე ჩამოამხეს და პრემიერი ლენტებს ჭრის, მას არ ეხება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ცდილობს დღეს შექმნილი სიტუაცია აღწეროს:

“საგიჟეთია აბა რა:
1 – პატარა ბიჭის მკვლელობის საქმეზე სასამართლო ისე დაასრულეს მკვლელო ვერ იპოვეს;
2 – ციხეში ჩანაწერებს უკეთებენ და გაუგებარი ხალხის მიდი მოდია;
3 – ხელისუფლებას უმძიმეს დანაშაულებში ამხელენ და პროკურატურა ამბობს, ახლა გავარკვევთ სპექტაქლის რეჟისურა ვისი იყოო;
4 – პროკურატურა სატელეფონო ჩანაწერებს გვასმენინებს ისე, რომ ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარებია და სხვებს უთაქუნებენ, ნუ შვებითო;
5 – ლარი ცაში მიფრინავს;
6 – ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი ნატოში და ევროკავშირში აზრს ვერ ხედავს და ოღონდ საკუთარ ქვეყანას საშინელ დანაშაულს რომ დააბრლებს, ამაში შვებას პოულობს;
7 – მის ალტრენატივად იგივე ხალხი ვინც სახელისუფლებოს გმობს იმ კაცის მხარდასაჭერად ირაზმებიან, აგვისტოს ომის მერე რუსეთი საკუთარ სამშობლოდ რომ მიაჩნდა და კრემლში ცოლის კონცერტებზე ჩალიჩობდა;
8 – ხელისუფლებას, რომელიც 6 წელია მართავს, დღემდე ნაცმოძრაობა ჰგონია ხელისუფლებაში, ეს ნაწილი კი მესმის მიიხედ მოიხედეს და ირგვლივ სულ ისინი ყავთ;
9 – ხელისუფლება თავზე ჩამოამხეს და პრემიერი ლენტებს ჭრის, ხმას არ იღებს, მას არ ეხება;
10 – იმან, დავბრუნდი მოგხედავთო, მერე ცოტა მაცალეთ ჟურნალისტებმა, დაგიბარებთო, მაგრამ მაინც გაბუტილია;
11 – კალაძე გვემუქრება, გულში კორცხალი ახსენსდება ალბათ, ბეისბოლის ბიტების პარტიაზე ფიქრობს;

ჰოდა, ნეტავ, თუ გავიგე რომ  #25ესენიგასაშვებიარიანდაისინიარმოსაშვები  – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....