aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა, მარად თქვენი, ნარკომანად და “ქათამად” გამოცხადებული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გუშინ, მის ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბოდიშს იხდის.

“მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს;

მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ჰქონოდა, CNN ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში;

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება “ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა”-ს ფარგლებს;

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას;

რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა.

და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში.

მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან)

და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა.

მარადის თქვენი, ნარკომანად და “ქათამად” გამოცხადებული ნ.გ.” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიკა გვარამიამ გადაცემა “კვირის აქცენტებში” სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

იტვირთბა....