aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ პრეზიდენტობას ვერა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიციის, ყოპილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მკიულოცავს, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭირო გახდება დაიცავს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ როდის მიულოცავს გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას.

„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ გავიმეორებ, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ჩატარდა კრიმინალური ტერორის და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის და ოლიგარქის სპეცოპერაცია, ტოტალური გაყალბებით და ზეწოლით. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი. პრეზიდენტი ჰყავს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭირო გახდება დავიცავ“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი იღებდნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა. გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებ და მათ საპროტესტო აქციაც გამართეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩვნების მოთხოვნით.

იტვირთბა....