aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი ოპონენტებს მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მინდა გაფრთხილება ყველასი, ასეთი მუქარები არავინ არ იცის რითი მთავრდება და რა მოჰყვება. ეს არის გარემოს შექმნა, რომელიც არის დპირისპირების გარემო. მინდა, ყველას მოვუწოდო მშვიდობისკენ, დაწყარებისკენდაპირპისრება არაფრის მომცემი არ არის. არჩევნები ჩავატაროთ და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. ამის პასუხი მე მაქვს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გაამრთულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„რეგიონულ შეხვედრებში ყველგან აქციაზე 4-5 კაცი იყო, მედიაში მიდის სიუჟეტები, რომ ძალიან დიდი საპროტესტო აქციები იმართება. მახინჯდება ის შეხვედრები, რომელიც სრულიად მშვიდობიანად ტარდება. ამას ემატება ზოგი მნიშვნელოვანი ადამიანის განცხადება, როგორიც არის მაგალითად „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი პირველი განცხადება ჩემი მხარდამჭერების მუქარა იყო. დაემუქრა, რომ დაგიმახსოვრებთ და გაგრიყავთსაზოგადოებისგანო. ამას მოყვა 9 ოქტომბერს „ტვ პირველზე“ გამოსვლა, სადაც კიდევ ერთხელ გვემუქრებიან, კვერცხით, პომიდვრით და ა.შ. ეს არის მოწოდება. ამ დროს იგივე „ტვ პირველის“ გამოსვლის შემდეგ, სადაც ერთ-ერთი ჩემი მხარდამჭერი მაია ცაბოშვილი გამოდიოდა, შემდეგ „ტვ პირველის“ ვებგვერდზე ადამიანი გამოდის და ამბობს – ამას ახლა ხომ უნდა გამოჭრა მოღალატე ყელი და უყურო როგორ ჩაძაღლდება. ეს არის შედეგი სიძულვილის ენის, რომელიც არის გავრცელებული და რომელიც მიუღებელია”, – განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....