aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში 3 ადამიანი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ადამიანი დაჭრეს. სამივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ექიმების განცხადებით, ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებშიც უტარდება.

იტვირთბა....