aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში “ლენდოს” დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდში  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” დაყაჩაღების ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ი. გ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, გუშინ, 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

იტვირთბა....