aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდში ექვსი წლის ბავშვი მედდის დაუდევრობის გამო, სავარაუდოდ, C ჰეპატიტით დაინფიცირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი სავარუადოდ, C ჰეპატიტით დაინფიცირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  დაინფიცირება მედდის მეშვეობით მოხდა, მედდა C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული. მას ნემსი თითზე მოხვდა და ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია.

“რუსთავი 2”-ის ცნობით, კლინიკამ ლაბორანტი, რომელსაც 30 წლიანი სტაჟი ჰქონდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. 6 წლის ბავშვს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ჯერჯერობით უცნობია, დაინფიცირდა თუ არა C ჰეპატიტით მცირეწლოვანი. ანალიზების პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს C ჰეპატიტი დაუდგინდება, ბავშვის მშობელი ლაბორანტის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს.

იტვირთბა....