aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზუგდიდის მერის მრჩევლებმა პროტესტის ნიშნად საბჭო დატოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზუგდიდის მერის მრჩევლებმა პროტესტის ნიშნად მრჩეველთა საბჭო დატოვეს, -ინფორმაციას “მეტრონომთან” მრჩეველთა საბჭოს წევრი და ხელმძღვანელი, ირაკლი ყალიჩავა ადასტურებს. მისივე განცხადებით, საბჭოში რვა წევრი იყო, რომელთაც პროტესტის ნიშნად ექვსი პირი გამოაკლდათ.

ირაკლი ყალიჩავას განმარტებით, პროტესტი ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2017 წლის 22 მაისს მიღებული გადაწყვეტილებაა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანების შესახებ.

საბჭოს შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე განცხადება მათ დღეს გაავრცელეს.

“უკიდურესად სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ვერ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისაგან მიღებული დირექტივისათვის და არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებები”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....