aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზიმბაბვეს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზიმბაბვეს პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა.

სპიკერის თქმით, მან მუგაბესგან წერილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ის თანამდებობას ტოვებს და გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ განახორციელებს.

19 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით,მუგაბე თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა და ამის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, თუმცა სიტყვის გამოსვლის დროს მან მშვიდობაზე ილაპარაკა და მოსახლეობას “ტკბილი ძილი” უსურვა.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. 16 ნოემბერს კი დაპატიმრებული პრეზიდენტი სამხედროებს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რობერტ მუგაბე გადადგომას არ აპირებს.
ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.

იტვირთბა....