aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად კუპრავას 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტის წინ დაკავებული ზვიად კუპრავასა და კიდევ სამი პირის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა მათ წინააღმდეგ უმკაცრესი ზომა, ბრალდებულების ადვოკატებმა კი სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს.

ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს.

როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

 

იტვირთბა....