aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს.

საქმე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151 -ე პრიმა მუხლით, რაც ადევნებას გულისხმობს.

გუშინ, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყებოდა:

„როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.

როდესაც მსხვერპლები მითუმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.

დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს,  ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ქალთა მოძრაობის წევრებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.

ასევე, სიდა-ს გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....