aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზახაროვა: “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არავითარ გავლენას არ მოახდენს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია“, – განაცხადა ზახაროვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-წევრიანი სია წარუდგინა. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

იტვირთბა....