aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზალკანიანი: “რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების შესახებ, სადაც საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება.

როგორც დავით ზალკალიანის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციულმა ნაბიჯებმა რო ელიც ემსახურებოდა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, პროგრესი მაინც არ ყოფილა.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამას ჰქონოდა პოზიტიური ასახვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც, სამწუხაროდ, პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო ინიციატივების წინ წამოწევას, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას“, -აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი განცხადებით, საქართველო განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკას, რისი დასტურიც არის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები თანამემამულეების ყოფის გაუმჯობესებისკენ, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ყველა იმ სიკეთეებსა და ბენეფიტებზე, რასაც საქართველო იღებს, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

იტვირთბა....