aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი: ადვოკატთა ასოციაცია არასდროს იქნება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე სპორტის სასახლის დარბაზში შეკრებილ ადვოკატებს, ასოციაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა მიმართა.

ზაზა ხატიაშვილმა გასულ 8 წელზე ისაბურა და განაცხადა, რომ ამ წლების განმავლობაში არაერთი დაბრკოლება და პრობლემა შეექმნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას ღირსეულად ხელმძღვანელობდა.

ხატიაშვილმა გაიხსენა ასოციაციაში მისვლის წლები.

„111 ადვოკატი დამხვდა ციხეში. თქვენ გახსოვთ ის, რაც გადავიტანე მათ გამოსაყვანად, მე მაბრალებდნენ ხშირად პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, თუმცა შეუპოვრად ვიცავდი თქვენს პოზიციას, ვინაიდან თქვენ ხართ ძლიერები. ამასთან, ჩემი თავმჯდომარეობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში რევოლუციური ცვლილებები იქნა შეტანილი და საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. ამაყი მივდივარ, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდი თქვენს უფლებებს, მე ვრჩები თქვენთან, თითოეულ ადვოკატთან, მე ვარ უფლებადამცველი, მაქვს ჩემი ღირსება და სახელი და ეს გეკუთვნით თქვენ. თქვენ გეყოლებათ ღირსეული თავმჯდომარე, ადვოკატთა ასოციაცია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის არასდროს, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი იქ მე არ შემიშვია, და მომავალში ეს ასეც იქნება. ამაყი ვარ იმით, რადგან აქედან ისე მივდივარ, რომ არავინ მლანძღავს“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

იტვირთბა....