aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროპული საქართველოს” წევრები დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები დღეს 14:00 საათზე პარლამენტის წინ მივლენ და ზაზა სარალიძეს შეხვდებიან. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილი აცხადებს და ამბობს, რომ მისი გუნდი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზეა გადართული. ნადირაშვილის თქმით, შსს-დან დღეს უნდა მიიღონ ხორავას ქუჩის საქმის მასალები და შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირას გაიმართება.

„ცხადია, ბატონ სარალიძეს აქვს უსამართლობის განცდა, ის თვლის, რომ მისი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები, დაკავებულები. არ არიან დასჯილები, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც ხელს აფარებს მკვლელებს და ამიტომ, ის აყენებს მოთხოვნებს, იმისთვის, რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ,“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

იტვირთბა....