aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე: სოსო გოგაშვილი ჩარეული იყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში და სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მონაწილეობდა მისი შვილის მკვლელობის საქმის გაყალბებაში და მისივე დავალებით ჩაიშალა, მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჟურნალისტ ელისო კილაძის სტრასბურგში გამგზავრება.

„ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად გოგაშვილი ჩარეული იყო არამარტო ჩემი შვილის მკვლელობაში (მკვლელობის საქმეში), არამედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც სტრასბურგში ჩვენი ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით მოხდა.

პირადად გოგაშვილისგან იყო გადაგზავნილი ცრუ ინფორმაცია, რომ სამკაციანი ჯგუფი, რომელიც მიემგზავრებოდა გერმანიაში ერთ-ერთი იყო ტერორიზმში ბრალდებული.

აუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება, თუ რა დანაშაულებია ჩადენილი და აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში.

მისი თანამდებობიდან გადადგომა არაფერი არ არის, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში თუ ვინმე დანაშაული ჩაიდინა“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ფაქტი დაადასტურეს სუს-ში, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა არის მიზი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი.

იტვირთბა....