aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

ზაზა სარალიძე სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარება სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ის სამართალდამცავებმა წაიყვანეს, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს მოთხოვნით, რომ მისი მოკლული შვილის, დავით სარალიძის მკვლელი გამოავლინონ და დასაჯონ. სარალიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს.

დაპირისპირება აქციების მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რადგან სამართალდამცველები სარალიძეს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ, წვიმის დროს კი ვითარება განსაკუთრებით იძაბება.

 

იტვირთბა....