aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალიდან აქციებს იწყებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩლიკაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ დაანონსებულ აქციებს შეუერთდნენ, ვინაიდან საზოგადოების მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს აქციები ბრძოლის ბოლო ფაზაა.

სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოწოდება გააკეთეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მისამართითაც, მათ შორის „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს და სურთ აღნიშნულ საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენა.

ზაზა სარალიძემ ღიად გააკრიტიკა საგამოძიებო კომისიაში შემავალი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, გარდაცვლილი ახალგაზრდების სულში ჩაფურთხებაა.

„ეს აქციები დაიწყება ხვალიდან და არ დასრულდება მანამ, სანამ არ დაინგრევა სისტემა, ვინაიდან სისტემა კლავს. ამიტომ უნდა შემოგვიერთდეს საზოგადოება, რომ რომელიმე მათგანი არ გახდეს მსხვერპლი. სულში ჩაფურთხებაა ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა მდინარაძის, ბესელიას და ოხანაშვილის მხრიდან“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კი მოითხოვს, რომ ვინაიდან ხელისუფლებამ სტრასბურგში მათი შეხვედრშა ჩაშალა, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა მიაწოდონ ის ინფორმაციები, რომელიც შვილმკვდარი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მაჩალიკაშვილის თქმით, რომ სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი აქციების შეჩერებასთან დაკავშირებით.

„მივმართავ საზოგადოებას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩათ ნამუსი, დაგვიდგნენ გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ უსამართლობა. ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა, ვინაიდან ეს არის გარდამტეხი ბრძოლა. ასევე, მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები, რომლებთან შეხვედრაც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა საზღვარგარეთ და რომელიც ჩაშალა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩამოვიდნენ საქართველოში და მათ ამაში ხელი არავინ შეუშალოს. ჩვენ მათ მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აჩენს დიდ კითხვის ნიშნებს. სისტემა უნდა დაინგრეს“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 18.00 საათზეა ჩანიშნული. მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია არ არის პოლიტიკური და რომ მისი ორგანიზატორები თავად არიან.

იტვირთბა....