aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უდუმაშვილი: სახელმწიფო დევნილებს მიწების დაკანონების ნაცვლად პირიქით, ართმევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მუხიანის მე-2 მიკრორაიონში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარების მოლოდინში არიან.

დევნილების მტკიცებით, მათთან ორი ადამიანი მივიდა, რომლებმაც გამგეობის თანამშრომლებად გააცნეს თავი. მათ დევნილებს შენობის დაცლა მოსთხოვეს და ამისთვის სამი დღე მისცეს.

მიზეზად მიწის ნაკვეთის გაყიდვა დაასახელეს.

გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობას ოფიციალური წერილი სახელმწიფო სამსახურიდან ამ დრომდე არ მიუღია.

მუხიანის მე-2 მიკრორაიონში მცხოვრები დევნილების პრობლემები მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მოისმინა.

“ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებები უკვე საპნის ბუშტებივით სკდება და პირველი მსხვერპლი ამ ყველაფრის აღმოჩნდნენ, ჩვენდა სამწუხაროდ, მუხიანში მცხოვრები დევნილები. ეს ის ხალხია, რომლებიც 22 წელია, ამ მცირე მიწის ნაკვეთს, სადაც ისინი ცხოვრობენ, თავის ხელით ამუშავებენ, ბაღები გააკეთეს და იმის მაგივრად, რომ გამგეობამ ან თბილისის მერიამ ეს მიწები ამ ხალხს დაუკანონოს და საკუთრებაში გადასცეს, ორი დღის წინ მოვიდნენ და ამ მიწებს ართმევენ,” – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

იტვირთბა....