aviabiletebi
საზოგადოება სამართალი

“ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის “მევახშეა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუმორისტ დათო როსტომაშვილზე მომხდარ თავასხმას მისი ქალიშვილი, ხატია როსტომაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის “მევახშეა” და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა “მევახშის” განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

სახალხოდ მინდა მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითიდღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამოდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტიურად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? კაი ბიჭის ძმა? თუ… საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში… თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ!”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, იუმორისტ დათო როსტომაშვილს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ. მას თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავა.

მოგვიანებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ისნის პოლიციიდან გაიქცა:
“თავდამსხმელი კი დააკავეს მაგრამ ამ წუთას ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ”- დაწერა მელიამ “ფეისბუქზე”.
შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

იტვირთბა....