aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი: “ფოფხაძემ ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განმარტებით,  გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი გედევან ფოფხაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია.

„ჩემს თავს იმის ღირსად არ ვთვლი, რომ გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ, პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე პარტიიდან დაით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა. მისი თქმით არ შეიძ;ება ადამიანი განსხვავებული აზრის გამო პარტიიდან გარიცხო.

იტვირთბა....