aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი “რუსთავი 2”-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ვოლსკი ამბობს, რომ სწორედ მიზანმიმართულმა განცხადებებმა მოახდინა იმის პროვოცირება რაც გუშინ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების მიმართ „ქართული მარშის“ წევრებმა ჩაიდინეს.

„უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ  გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამდაგვარი აგრესიული და მე ვფიქრობ , რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური  გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხდომებზე, რაც “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთმა  დაუშვა, შეურაცხყო ჩვენი რელიგიური გრძნობები. მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. მე ვფიქრობ აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი  ვითარება,“-განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი უზნეობა აძლევს გარკვეულ სტიმულს აგრესიულ ქმედებას , რომელიც კანონსაწინააღმდეგოა.

იტვირთბა....