aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლსკი: “რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალი მთავრობა ეფექტიანი იქნება და საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი  საუბრობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება შედეგს ვერ აჩვენებს, ის ხალხის მიერ გადარჩეული უნდა იყოს.

„როცა ვადამდელი არჩევნების თემა გაისმის, იმ წუთში დაძაბულობის იმ ხარისხს წარმოვიდგენ, რაც საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ, ყველაფერს გეგმაზომიერად და კანონის შესაბამისად უნდა მივყვეთ. მგონია, რომ ახალი მთავრობა ეფექტიანი იქნება და რიგგარეშე არჩევნები დღის წესრიგში არ დადგება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თუ მთავრობა დიდ ნდობას ვერ მოიპოვებს, ავტორიტეტული არ იქნება, უავტორიტეტო პარლამენტის იმედად კი, ჭიჭინაძის თქმით, „2020 წლამდე ვერ მივალთ და ქვეყანას მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიყვანთ, კრიზისის განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალება კი, ვადამდელი არჩევნებია“.

იტვირთბა....