aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვოლსკი – ლევან ყიფიანი არ არის ისეთი კაცი, რომ სარდაფში ჩააყუდებენ და გააკეთებინებენ იმას, რაც უნდათ. 

aviabiletebi
ავიაბილეთები

გადაცემა “რეაქციაში” ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ ჩანაწერებში ნახსენებ სარდაფის ეპიზოდზე დაუსვა კითხვა.

ინგა გრიგოლია: “ყველაფერს შევეშვათ და მითხარით, რა ვუყოთ სარდაფის ეპიზოდს. ძალიან მძიმე იყო ამის მოსმენა. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა როგორ ჩაკეტა და აწამებდა ლევან ყიფიანს, ჩანაწერებში ასე იყო. როდესაც გუშინ ლევანი ამას უარყოფდა, ძალიან ემოციური, გაგიჟებული სახე ქონდა. ბევრ ადამიანს დარჩა განცდა, რომ ის აიძულეს ეს ეთქვა”.

ვოლსკის განცხადებით, ყიფიანი არ არის ის კაცი, რომელსაც სარდაფში ჩააყუდებენ და იმას გააკეთებინებენ რაც უნდათ.

“ადამიანს ასეთ რამეს ეუბნებიან სარდაფთან დაკავშირებით და სახე როგორ არ ქონდა ისეთი, რომ დაერწმუნებინა ოქუაშვილი, თქვენ და მე… ჯერ ეს ერთი, შეურაცხმყოფელ თემას ამბობ. არ მინდა ჟურნალისტისა და რესპოდენტის თემაში შემოვიჭრა, მაგრამ მეც ვიტყვი, აგერ, “იმედი” რომ დაარბიეს ინგა გრიგოლიას გაუკეთეს ისეთი რამ, რომ ვიტყვი, ენას ძვალი არ აქვს. იცით რას ნიშნავს ჩანაწერის ძალა. ამით მანიპულირებენ. ვიღაცამ თქვა ლევან ყიფიანმა სარდაფში განიცადა რაღაც ზეწოლა, ძალიან ადვილია. საქმე გამოსაძიებელია. მე მჯერა, რომ ლევან ყიფიანი არ არის ისეთი კაცი, რომ სარდაფში ჩააყუდებენ და გააკეთებინებენ იმას, რაც უნდათ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ლევან ყიფიანი ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის  დავალებით სარდაფში ჩაიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლევან ყიფიანმა დღეს სარდაფის ეპიზოდი უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

 

იტვირთბა....