aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: “აფგან მუხთარლის საქმეზე მაქვს კითხვები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ვოლსკი ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის საქმეზე ესაუბრა.

“წლების განმავლობაში ჟურნალისტი მუშაობდა საქართველოში, მუშაობდა აზერბაიჯანის პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ამის თაობაზე არავის გვსმენია. ადამიანი ცენტრიდან გაიტაცეს და არც ერთი მოწმე არ აღმოჩნდა და არც ერთ ჩანაწერში ეს არ ფიგურირებს. გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ბრალდებები, რომელიც აფგან მუხთარლის მეუღლის მხრიდან გაისმის. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიებაში ჩახედული, კომპეტენტური პირები უახლოეს პერიოდში მეტ განმარტებას მოგვცემენ. რაც შეეხება აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მე არც კომპეტენტური ვარ და არც ჩემი პოზიციიდან მმართებს ამის შეფასება“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუხთარლი საკმაოდ დიდი ხანი, მათ შორის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მშვიდად ცხოვრობდა საქართველოში. “მის მიმართ არც პრეტენზია ყოფილა და არც მისი სახელი გაგვიგია, როგორც რაღაც პოლიტიკური მოღვაწის“, – დასძინა ვოლსკიმ.

იტვირთბა....