aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვოლსკი: “არაა გასაკვირი, რომ მთავრობა შეიცვალა და პროკურატურა დაინტერესდა მსხვილი ტენდერების შედეგებით…”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თუ კი ბრალეულობა არ არსებობს, ვერც ქუმსიშვილს და ვერც სხვა ადამიანს, თუნდაც მოწინააღმდეგე პარტიიდან, ბრალს ვერ წაუყენებ. ქუმსიშვილის ბრალეულობაზეც არაა საუბარი მართებული, ჩატარდა დაკითხვა და არა გამოკითხვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ “მეტრონომთან” საუბრისას.

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი არ არის კვირიკაშვილის კადრი. ამ ხელისუფლების საკადრო გუნდი პირველი პრემიერის დროიდან მოდის. პოლიტიკურ დევნასა და შევიწროვებაზე საუბარი ზედმეტია. გარდა ამისა, თქვენ კარგად უნდა უწყოდეთ, რომ თუ კი ბრალეულობა არ არსებობს, ვერც ქუმსიშვილს და ვერც სხვა ადამიანს, თუნდაც მოწინააღმდეგე პარტიიდან, ბრალს ვერ წაუყენებ. ქუმსიშვილის ბრალეულობაზეც არაა საუბარი მართებული, ჩატარდა დაკითხვა და არა გამოკითხვა. არც ის არის გასაკვირი, რომ მთვრობა შეიცვალა და პროკურატურა და სხვა ორგანო დაინტერესედა მსხვილი ტენდერების შედეგებით, მათი მართებულობით და ამ საკითხებზე ქონდეს შეკითხვები.

ასე რომ პოლიტიკური დევნის ისტორია, ამ ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე, გამორიცხულია. ისიც გამორიცხულია, რომ ქუმსიშვილი ვიღაცის კადრია. მე გეტყვით, რომ ოპოზიციის ერთადერთი დანიშნულება ისეთი ვითარების წარმოჩენაა, რომელიც მათ სექტანტურ პათოსს შეესაბამება. მათი მიზანი რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს ხალხში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურაში ყავდათ გამოკითხვაზე დაბარებული. შემთხვევა დაახლოებით 20 დღის უკან მოხდა, მაგრამ ფაქტი გუშინ გახმაურდა.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კადრია და მასზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

იტვირთბა....