aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო არც ერთხელ არ მო­უ­ტყუ­ე­ბია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რმა ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა­ში “7vs1” გა­ნა­ცხა­და, რომ პუტინს საქართველო არასდროს მოუტყუებია და მათ შორის არც 2008 წელსაც.

“ჩემი და მისი ერთ-ერთი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პუ­ტინ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა არ­ხებ­მა არც კი გა­უშ­ვეს. პუ­ტინს ჰკი­თხეს, არის თუ არა შან­სი, რომ რუ­სეთ­მა აფხა­ზე­თი­სა და ოსე­თის აღი­ა­რე­ბა უკან წა­ი­ღოს. მან ძა­ლი­ან ნათ­ლად უპა­სუ­ხა, რომ თუ ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი მო­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ და ერ­თობ­ლივ ცხოვ­რე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბი­ან, რა ტი­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ მო­წყო­ბა­შიც გა­და­წყვე­ტენ ცხოვ­რე­ბას, ჩვენ მი­ვი­ღებთ მათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხელს არ შე­ვუშ­ლი­თო”, – აღ­ნიშ­ნა ნინო ბურჯანაძემ.

“დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რს ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, სჯე­რა თუ არა მას პუ­ტი­ნის აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის.

“მჯე­რა, რად­გან ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ღიად და პირ­და­პირ ლა­პა­რა­კობს და სხვა­თა­ შო­რის, არც ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო არ მო­უ­ტყუ­ე­ბია, მათ შო­რის არც 2008 წელს. ამის მოწ­მე მე ვი­ყა­ვი და ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა. მან გა­აფრ­თხი­ლა სა­ქარ­თვე­ლო, რომ თუ ისე მო­იქ­ცე­ო­და, რო­გორც ჩვენ მო­ვი­ქე­ცით, აუ­ცი­ლებ­ლად მოჰყ­ვე­ბო­და ამას ის, რაც მოჰყ­ვა. პო­ლი­ტი­კო­სის ამო­ცა­ნა ის კი არ არის, რომ მისი ან გვჯე­რო­დეს ან არა, ან მოგ­წონ­დეს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სი ან არა, პო­ლი­ტი­კო­სის ამო­ცა­ნა არის ის, რომ მან მი­აღ­წი­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით იმ რე­ა­ლო­ბას, რაც უნდა დად­გეს”, – აღ­ნიშ­ნა ბურ­ჯა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის ­პა­სუ­ხად.

იტვირთბა....