aviabiletebi
ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

ვის ისურვებდა პრეზიდენტად, “აიისა”, 17 მაისი, მოუწევია თუ არა მარიხუანა – ბლიც-ინტერვიუ ხუხაშვილთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე მეტად ვინ აკლია ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, – ამ და სხვა კითხვებზე პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს ისაუბრა.

მეტრონომი: მარიხუანა თუ მოგიწევიათ?

გია ხუხაშვილი: არა, არასდროს. ისე გავიზარდე, რომ ეგ სიამოვნება წილად არ მხვდა.

მეტრონომი: ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ პოლიტიკაში?

ხუხაშვილი: ანა დოლიძე.

მეტრონომი: რას აკრძალავდით საქართველოში?

ხუხაშვილი: კეთილების მოკითხვას პრემიერისგან.

მეტრონომი: ვის ისურვებდით პრეზიდენტად?

ხუხაშვილი: ნუ, პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილს.

მეტრონომი: “აიისაზე” რას გვეტყვით?

ხუხაშვილი: როდესაც ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა მძიმდება, მე მასეთი კომპანიების წინააღმდეგი ვარ.

მეტრონომი: გვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?

ხუხაშვილი: გვჭირდება, ოღონდ, არა იმ ფორმით, როგორც ახლა არის. ის უნდა იყოს ხალხისთვის და არა ხელისუფლებისთვის.

მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?

ხუხაშვილი: ნუ, მაინც ივანიშვილი.

მეტრონომი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვინ არის ის პოლიტიკოსი, რომლის ყოფნასაც დღეს აქტიურ პოლიტიკაში ისურვებდით?

ხუხაშვილი: ზურაბ ჟვანია.

მეტრონომი: უნდა აღინიშნებოდეს თუ არა 9 მაისი?

ხუხაშვილი: რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნებოდეს.

მეტრონომი: გაიზარდა თუ არა საქართველოში რუსეთის გავლენა?

ხუხაშვილი: არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საქმე დრამატულადაა.

მეტრონომი: გიორგი მარგველაშვილი რა ასოციაციას იწვევს თქვენში?

ხუხაშვილი: ნუ, მარგველაშვილი ჩემი მეგობარია და ალბათ, ობიექტური ვერ ვიქნები.

მეტრონომი: 17 მაისი –  ჰომოფობიასთან ბრძოლის თუ ოჯახის სიწმინდის დღე?

ხუხაშვილი: ნუ, ვისაც რა უნდა, ის იზეიმოს. მე უფრო ოჯახის სიწმინდეს ვიზეიმებდი. თუმცა, იმათაც ახლა თუ უნდათ იზეიმონ, რა ვუყოთ.

ავტორი: ბესო კუნელაური

იტვირთბა....