aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

ვის დაუჭერს მხარს ვანო მერაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ გაყოფის შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსკლუზიური ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, დეპუტატ სალომე სამადაშვილთან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პარტიის ორად გაყოფაში ტრაგიკული არაფერია. მას მიაჩნია, რომ გაყოფის შემთხვევაში, შესაძლოა ოპოზიციური სპექტრი კიდევ უფრო გაძლიერდეს და ქვეყანაში პოლიტრიკური ცხოვრება გამოცოცხლდეს. სამადაშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება შედის და ფიქრობს, რომ ამაში თავისდაუნებურად, ხელს ის ჯგუფი უწყობს, რომელიც პარტიაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს.

„მეტრონომი“:  „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებას რას უკავშირებთ და როგორ  ფიქრობთ, პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება?

სალომე სამადაშვილი: მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუკი ადამიანი შენი პარტიის სახელით არჩევნებზე მონაწილეობას იღებს, მაშინ  ვალდებული ხარ, რომ ამომრჩეველს პატივი სცე. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პარტია არ დავტოვო.

რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს და იმას, თუ მოვლენები ყრილობის შემდეგ როგორ განვითარდება, ვფიქრობ პარტიას რადიკალური განახლება ესაჭიროება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყრილობა ამ პარტიისთვის სიცოცხლის მიცემის საშუალება უნდა გახდეს, რადგან მას  სერიოზული რეფორმები სჭირდება.

– უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ პარტია 2 ფრთად გაიყოფა. ამის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი და განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

– საბოლოოდ, პროცესი როგორ ჩამოყალიბდება რთული სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ პარტიის წიაღში დაჯგუფება ჩამოყალიბდა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი პოლიტიკური მომავლის სხვაგვარი ხედვა აქვს. რას აპირებენ და რა გეგმები აქვთ, ამაზე ალბათ ეს ადამიანები ისაუბრებენ.

– პარტიაში მიმდინარე მოვლენებში და გიგი უგულავას გათავისუფლებაში საერთოს ხედავთ? შესაძლოა ამ პროცესებში ხელისუფლების ხელი ერიოს?

– ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება შედის. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ დაპირიპირების გამწვავებას ხელს თავად პარტიის წევრებიც არ უნდა უწყობდნენ. გამოდის, რომ ეს ხალხი ივანიშვილს თავისდაუნებურად ამ მიზნის განხორციელებაში ეხმარებიან.

საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურმა ძალამ  უნდა ითანამშრომლოს, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდეს. თუ პარტია გაიყოფა, პირიქით მგონია, რომ ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. ივანიშვილს დღეს უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდეს და ერთადერთი რეალური კონკურენტი თავიდან მოიშოროს.

– რატომ ვერ მოხდა პარტიაში კომპრომისზე წასვლა და ვინ იყო ყველაზე რადიკალური, რომელიც თვლიდა რომ პარტიაში მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს. მაგალითად, ნიკა მელიას განცხადებით, ეს გიგა ბოკერიაა, რომელმაც პარტია ჩიხში შეიყვანა… 

– მე არ მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში დამნაშავეები უნდა ვეძებოთ. არსებობს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ერთ პოლიტიკურ სუბიექტში გაერთიანებულ ხალხს მიაჩნია, რომ მათ უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ და თავის რეალიზებას უკეთესად მოახერხებენ. თუ ყველა მხარე მოახერხებს, რომ პროცესები სწორად წარიმართოს, ამან შეიძლება ოპოზიციური ფლანგის  გაძლიერება გამოიწვიოს.

– როგორ ფიქრობთ, თუ პარტია ორად გაიყოფა,  გიგი უგულავა გახდება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ლიდერი და როგორ შეიძლება მან პარტიის ამომრჩევლის დიდი ნაწილი გადაიბიროს?

– გიგი უგულავა საკამოდ გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსია. მიხარია, რომ მას საშუალება მიეცა და პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა. დანარჩენი კი მგონია, რომ ამომრჩევლის საქმეა. მთავარია ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რათა ქვეყანა ჩიხში არ შევიდეს.

– ვანო მერაბიშვილი პარტიის გაყოფის შემდეგ, მხარს რომელ ჯგუფს  დაუჭერს?

– არ ვიცი ძალიან რთული სათქმელია. ეს ალბათ მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება. ჯერ-ჯერობით, როგორც ჩანს მას გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს.

ელზა პაპოშვილი

 

 

იტვირთბა....