aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ვისთან გვაქვს საქმე პუტინის სახით…“: პენტაგონის ხელმძღვანელობის კანდიდატი ჯეიმს მატისი

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ჯეიმს მატისმა, გადამდგარმა გენერალმა და აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის, ტრამპის მიერ პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა კანდიდატმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ნატოს სახელმწიფოთა დაყოფას. ამის შესახებ CNBC-წერს.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ ჩვენ ვაღიარებთ რეალობას, თუ ვისთან გვაქვს საქმე პუტინის სახით. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ის ცდილობს დაარღვიოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი და ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს დავიცვათ ჩვენი თავი, სადაც უნდა დავიცვათ.

მე ვფიქრობ, ის ყველაზე დიდი თავდასხმის ქვეშაა II მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთისგან, ტერორისტული ჯგუფებისგან და იმისგან, რასაც ჩინეთი აკეთებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე“- განუცხადა მატისმა შეიარაღების კომიტეტს.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) დირექტორის პოსტზე შერჩეულმა მაიკ პომპეიმ განაცხადა, რომ მოსკოვი საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის და ეს „აგრესიულად დაამტკიცა უკრაინაში“.

მატისმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხები ტრამპთან უკვე განიხილა. მისი თქმით, მიუხედავად აზრთასხვადასხვაობისა, ტრამპი გონებაგახსნილი ადამიანია და ესმის მისი პოზიციის შესახებ ნატოსა და სხვა საკითხებთან მიმართებაში.

პენტაგონის მეთაურად წარდგენილი საზღვაო ქვეითების ძალების გენერალი ჯეიმს მატისი  ცნობილია მკაცრი პოზიციებით, ირანისადმი უნდობლობით და საბრძოლო გამოცდილებით ერაყსა და ავღანეთში.

მატისს „გიჟი ძაღლის“ მეტსახელით მოიხსენიებენ. ეს სახელი მას 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს შეარქვეს. იგივე სახელით მოიხსენიებდნენ მას 2000-იან წლებში ავღანეთსა და ერაყში. მას ეკუთვნის გამოთქმა „იყავი თავაზიანი, პროფესიონალი, მაგრამ ყოველთვის გქონდეს დაგეგმილი მოკლა ყველა, ვისაც შეხვდები“.

კანონის თანახმად, პენტაგონის ხელმძღვანელობა მხოლოდ სამოქალაქო პირებს ან სამხედრო წოდების მქონე იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც სამხედრო სამსახური 7 წლის წინ დატოვა. მატისმა კი სამხედრო სისტემა სამი წლის წინ დატოვა. ამ შეზღუდვის მოსახსნელად მას კონგრესის ავტორიზაცია დასჭირდება.

იტვირთბა....