aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის განცხადებით, რაც ლართან დაკავშირებით ხდება, “100%-ით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოთი რაც დღეს არის შექმნილი.

“დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

6 ნოემბერს ლარის გაუფასურების მიზეზად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო დაასახელა.

იტვირთბა....