aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვირუსი: საავადმყოფოს 400-მა ადამიანმა მიმართა –  პაატა იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის ყველაზე რთული და აქტიური პერიოდი დეკემბრის შუა პერიოდი იყო.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვის განმავლობაში, საავადმყოფოს 400-მდე ადამიანმა მიმართა. იმნაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის სწრაფი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

„ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დიაბეტიანი ბავშვები იყვნენ, ასევე C-ჰეპატიტის მკურნალობას ვინც გადის. ამ ეტაპზე გრიპის მასიურად გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, რადგან ამ პიკმა დეკემბრის შუა პერიოდის შემდეგ ჩაიარა.

ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალბატონი გარდაიცვალა, ამ ეტაპზე ეს ბაქტერიაა ყველაზე აქტუალური, რომელიც  ყველა ანტიბიოტიკის მიმართ მდგრადია. აქვე მინდა რეკომენდაცია გავცე, რომ არასწორად არ მივიღოთ ანტიბიოტიკი და მის გამოყენებას ექიმის გარეშე არ გირჩევთ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იტვირთბა....