aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შავი და თეთრი პიარი: ვინ როგორ და ვის წინააღმდეგ იყენებდა წინასაარჩევნო რეკლამებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

წინასაარჩევნო პიარზე “მეტრონომს” პიარსპეციალისტები ესაუბრნენ

თვითმმართველობის არჩევნებამდე  ორი დღით ადრე, „მეტრონომთან“ პიარსპეციალისტები თბილისის მერობის კანდიდატების პიარკამპანიებს და წინასაარჩევნო გზავნილებს აფასებენ.  მათი თქმით, ეს არჩევნები, წინასგან განსხვავებით საზოგადოებასთან კომუნიკაციით გამოირჩევა და კანდიდატები ძირითადად აქცენტებს კონკრეტულ დაპირებებზე, პროგრამაზე და ხედვებზე აკეთებდნენ. შესაბამისად პიარის სპეციალისტები რამდენიმე მერობის კანდიდატს გამოყოფენ, რომლებმაც წინასაარჩევნოდ საკმაოდ კარგი კამპანია აირჩიეს და ზოგიერთი მათგანის ორიგინალურიც კი იყო.

მათი თქმით, პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია. ესაა ტრადიციული სატელევიზიო სარეკლამო რგოლები, პლაკატები, ტრანსფარანტები, ფურცლები. ამგვარ რეკლამას ექსპერტები ახასიათებენ, როგორც ბაზრის კონკურენციის ინსტრუმენტს, რომლის ძირითადი ამოცანებია გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პლატფორმის არსი გადმოსცეს მისაწვდომი ემოციური, ლაკონური, ორიგინალური და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით; განაწყოს ამომრჩეველი მის მხარდასაჭერად, შექმნას ფსიქოლოგიური განწყობა, რაც განაპირობებს გრძნობების სიმპათიების მიმართულებას და შემდეგ ადამიანის მოქმედებასაც.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია „მეტრონომთან“ თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პიარკამპანიას აფასებს. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია არის როგორც უარყოფით ასევე დადებით კონტექსტში წარმოდგენილი.  გამზარდიას განცხადებით, ამ არჩევნებზე პოზიტიური პიარკამპანია უფორ მეტად სახელისუფლებლო გუნდს აქვს, რადგანაც ნეგატივზე არჩევანის გაკეთება უფრო ნაკლებ ეფექტს მისცემს.

გამზარდიას აზრით, ოპოზიციის პიარკამპანია კი ძირითადად მაინც უარყოფითია, რომელიც  სახელისუფლო გუნდის კანდიდატისკენ არის მიმართული. მისი განცხადებით, ყველაზე აქტიური და საინტერესო პიარკამპანია ოპოზიციური კანდიდატებიდან ალეკო ელისაშვილს აქვს. ასევე გამზარდია „ნაციონალური მოძრაობის“ პიარკამპანიას გამოყოფს, რომელიც ძირითადად მძლავრი და ენერგიული პროტესტით გამოირჩევა, რომელიც ხელისუფლების დისკრედიტაციაზეა აწყობილი. ამიტომ მისი აზრით, ისინი ყველაზე ნეგატიურ წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებენ.

„ოპოზიციური კანდიდატებიდან ოდნავ განსხვავებული და შეიძლება ითქვას ახალი პიარკამპანია ალეკო ელისაშვილს აქვს. ელისაშვილი პოზიტიურ პიარკამპანიად იყენებს იმას, რომ მის უკან არ დგას რომელიმე პარტია. მეორე მხრივ კი ასევე იყენებს კრიტიკულ და ნეგატიურ კამპანიას სახელისუფლო გუნდის კანდიდატის წინააღმდეგ, რომელიც  მასზე დადებითად  მუშაობს.

რაც შეეხება,  სხვა მერობის კანდიდატებს, რომლებსაც შესაძლოა შავი პიარკამპანია ჰქონდეს, მაინც ვფიქრობ, რომ ძირითადი დარტყმები ალეკო ელისაშვილის და კახი კალაძის წინააღმდეგ არის მიმართული. ფაქტობრივად, შავი პიარით ისინი ერთმანეთს ებრძვიან. არსებობს გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ამ კუთხით მიზანმიმართულად მუშაობენ.

ელისაშვილს აქვს პიარკამპანია მორგებული, რომ ის არის მართალი და სუფთა ადამიანი, რომლიც ცარიელი ხელებით ცდილობს ბრძოლას. უდუმაშვილის  შემთხვევაშიც იგივე კამპანია აქტიურად მიდის, თუმცა  მას საერთო პოლიტიკურ სურათს უფრო პარტიის ბრენდულობით უქმნიან. მის წინააღმდეგ ნეგატიური პიარი არა მისი პიროვნების მიმართ არის წარმოებული, არამედ მისი პარტიის  მიმართ. „ნაციონალურ  მოძრაობას“  მისი ოპონენტები მის საწინააღმდეგოდ შავიპიარისთვის იყენებენ“, – ამბობს გამზარდია „მეტრონომთან“.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიღებულია, რომ ნეგატიური პიარს საზოგადოება უფრო კარგად იღებს, ვიდრე დადებითს. გამზარდიას აზრით, ამიტომაც არის რომ წინასაარჩევნოდ პიარის თვალსაზრისით მთავარი აქცენტი უფრო  სხვისი სისუსტეების  წინ წამოწევა ხდება.

გამზარდიას მიაჩნია, რომ ყველაზე თვალში მოსახვედრი პოზიტიური პიარკამპანია კახი კალაძეს აქვს, რომელიც  კარგად არის შეფუთული. ხოლო ეს იმით არის განპირობებული, რომ მას სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ფინანსური რესურსი გააჩნია.

პიარსპეციალისტი ელდარ პირნისაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ეს არჩევნები წინასგან იმით განსხვავდება, რომ კანდიდატებმა პიარტექნოლოგიების სწორად და აქტიურად გამოყენება ისწავლეს. მისი თქმით, ადრე უფრო მშრალი პიარკამპანია იყო და საზოგადოებასთან ურთიერთობა კარგად არ  ჩანდა. პირნისაშვილის განცხადებით, ანტიპიარის თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა, თუმცა ხვადასხვა მედიაში პატარ-პატარა სტატიების სახით კონკრეტული კანდიდატების მისამართით ნეგატიური ტალღა იყო, რომელსაც დიდი სკანდალი და რეზონანსი არ ჰქონია.

„გამოვყოფ მერობის რამოდენიმე კანდიდატს, რომლებსაც პიარ კამპანია ამ არჩევნების დროს კარგად აქვს გამოყენებული. პირველი ეს არის კახა კალაძე, რომელმაც ძალიან ადრე და აქტიურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. მან განსაკუთრებული აქცენტი უფრო ახალგაზრდებზე გააკეთა და ვნახეთ მის მიერ გადაღებული სელფები და ვიდეომიმართვები, რომელიც ზუსტადაც, რომ ამ სეგმენტზე იყო გათვლილი. ასევე ალეკო ელისაშვილის პიარკამპანიას გამოვყოფ, სადაც სოცილურ ქსელში მას ცნობილი ადამიანები მხარს უჭერენ.

მან თავისი თავიდან გამომდნარე პოზიციონირება სწორად მოახდინა. მან ეკოლოგიის და თბილისის განვითარების გეგმა სწორად  წარმოადგინა და ის თემები გამოიტანა წინ, რომელშიც კარგად არის ჩახედული და უშუალო შეხება აქვს. გამოვყოფ ელენე ხოშტარიას, რომელმაც ძალიან კარგი პიარკამპანია დაიწყო, ხოშტარია  მეზობლად და თბილისელებთან სახლში სტუმრად თავად მიდიოდა. ეს ძალიან კარგი და ქართული პოლიტიკისთვის სრულიად ახალი მიგნება იყო“, – ამბობს პირნისაშილი „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....