aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ დაიწყო ომი: სალომე ზურაბიშვილის ძმა განცხადებას ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს და სწორედ რუსეთია საქართველოს მტერი.

“ჩემო მეგობრებო ზოგიერთ ჩემს მეგობარს სურს გაიგოს ჩემი აზრი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ; მართალი გითხრათ მათი კითხვები მაკვირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მეგობრებს ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩემი პოზიციების შესახებ არც არაფერი წაუკითხავს და არც არაფერი სმენიათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიყავი ერთი და იმავე იდეების ერთგული და ვიცავდი ერთი და იმავე პრინციპებს, რასაც ადასტურებს ჩემი ქმედებები. გუშინ, მაგალითად, ლევილიდან ოკუპირებული ტერიტორიების პირდაპირი ჩართვის ორგანიზება მოვახდინე. მათ, ვინც ამ ეთერს უყურა, იმედია ეჭვი არ ეპარებათ ჩემს პოზიციაში. მიუხედავად ამისა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას, რასაც ყოველთვის ვამბობდი. მე -19 საუკუნისდასაწყისიდან რუსეთი საქართველოს მიმართ ანვითარებდა აგრესიული პოლიტიკას და სტრატეგიას, რათა მას ჩვენი სამშობლო რუსეთის ორბიტაზე ჰყოლოდა ეს ეხება როგორც მეფის რუსეთს, ისე, საბჭოთა რუსეთს და დღევანდელ ტოტალიტარულ რუსეთს. რუსეთი მუდმივ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ: იქნება ეს “რბილი ძალის” გამოყენება, როცა ის პოლიტიკურ გავლენას იყენებს, თუ როდესაც ის სამხედრო ძალას იყენებს, და შეიჭრება საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს აშენებს. დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. დიახ, სწორედ რუსეთია ინიციატორი შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების . დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით (მხედველობაში მაქვს : ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ზონის საზღვრების გადაადგილება). დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება. დიპლომატია, ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ , ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება”.- წერს ოთარ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც “ქართული ოცნება” მხარს უჭერს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა რუსეთ-საქართველოს ომზე. მან თქვა, რომ საქართველომ დაბომბა საკუთარი ტერიტორია. გუშინ კი, სალომე ზურაბიშვილმა რიტორიკა შეიცვალა და განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ.

იტვირთბა....