aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის… ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაცემას მოსდევს ამაღლება.

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და საკურთხის სუფრა აკურთხა.

„დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა” – განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები და ტაძრის მღვდელმსახურებმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.

დღეს ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ასევე, დღეს სოხუმის დაცემის დღეა.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იტვირთბა....