aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ვინ განიხილება ოპერის ხელმძღვანელის პოსტზე: ერთ-ერთი კანდიდატი „მეტრონომს“ ესაუბრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე ცნობილი ქართველი სოპრანოს თამარ ივერის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ განცხადება თავად კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გააკეთა.

კულტურის მინისტრი არ უარყოფს ინფორმაციას, რომ დავით კინწურაშვილის შემცვლელის ერთ-ერთ კანდიდატად ცნობილი სოპრანო თამარ ივერიც განიხილება.

„ძალიან ბევრი კანდიდატურა განიხილება, ამიტომ ჩვენ ვეცდებით, რომ ოპტიმალური შევარჩიოთ,“ – განაცხადა გიორგაძემ.

“მეტრონომი” თამარ ივერს დაუკავშირდა.

“ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს თუმცა ისე ვიცი, რომ ჩემზეც საუბრობდნენ. ჩემი თვითმიზანი ეს თანამდებობა არ ყოფილა, ამ ადამიანს კორუფციის და სხვა ბევრი მიზეზის გამო ვუჩიოდი. არ ვიცი თუ სამინისტრომ რაღაც მოიფიქრა და შემომთავაზეს. პირადად ჩემგან არ ყოფილა იმპულსები თუ თანადგომას გამომიცხადებს სახელმწიფო შესაძლოა ვიფიქრო. კინწურაშვილის განცხადება ჩემი ადგილი უნდოდა და იმისთვის იბრძოდაო სრული აბსურდია. ამ თანამდებობის დაკავება ნიშნავს გააუქმო ყველა კონტრაქტი და 24-საათიან რეჟიმში იმუშაო საქართველოში. ამის სანაცვლოდ სახელმწიფომ გარკვეული თანადგომა გამომიცხადოს, ისე ძალიან რთული იქნება”.- აცხადებს ივერი.

შეგახსენებთ, მიხეილ გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

იტვირთბა....