aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვითხოვთ შეხვედრას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან”: “თეთრი ხმაურის” აქცია კანცელარიასთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” მხარდამჭერები და აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქციას მართავენ. ისინი ეხმაურებიან პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ განცხადებებს ნარკოპოლიტიკის შესახებ.

“მათ განაცხადეს, რომ აკლიათ არგუმენტები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ კი ვამბობთ, რომ არგუმენტები არსებობს და ვითხოვთ შეხვედრას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მზად ვართ, წარვდგეთ ყველა იმ არგუმენტით, რომელიც რეფორმის სასარგებლოდ გვაქვს და ჩვენ მოვითხოვთ მათგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ შეხვედრა,“ – განაცხადა მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტის გურამ იმნაძის თქმით, მათი კანონპროექტის მიზანი ნარკოტიკის პროპაგანდა არ არის.

“ამ კანონპროექტის მიზანი არ არის რაიმე ნარკოტიკის, იქნება ეს მძიმე, მსუბუქი, აზრი არ აქვს, ნებისმიერი ნარკოტიკის პროპაგანდა. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ უბრალოდ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანები დავაბრუნოთ საზოგადოებაში და ამ ადამიანებს სახელმწიფომ შესთავაზოს ის მიდგომები და ის სერვისები, რომლებიც მათ პრობლემებზე რეალური და ადეკვატური პასუხი იქნებოდა,“ – აღნიშნა გურამ იმნაძემ.

გუშინ შს მინისტრმა განაცხადა, რომ  მათ ვერ დაინახეს არგუმენტები, რომლებიც საშუალებას მისცემდათ, რომ მძიმე ნარკოტიკების ნაწილში დეკრიმინალიზაციაზე ელაპარაკათ, ხოლო პრემიერმა კი ეს განცხადება დადებითად შეაფასა.

”მე აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახსენენეთ, არის ზღვარი – სად იწყება წახალისება და სად გადის ზღვარი ჰუმანური მეთოდების გამოყენებას, ლიბერალურ მიდგომას და წახალისებას შორის. ეს ზღვარი ძალიან მკაფიოდ უნდა გავავლოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის სულისკვეთებით გავზარდოთ და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ლიბერალური მიდგომა არ გადავიდეს მოხმარების წახალისებაში. ეს არის მნიშვნელოვანი და ყველაზე კრიტიკული, რაც ამ დარბაზში დღეს ითქვა”, – აღნიშნა პრემიერმა.

იტვირთბა....