aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) გამარჯვების აღსანიშნავად, სადახლოში ზურაბიშვილის და ივანიშვილის პლაკატებს ეცეკვნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპატატმა როვშან ისკანდეროვმა ფეისბუქ პირდაპირ ეთერში სადახლოს ცენტრში სადაც ადგილობრივი “ჩაიხანაა” ქართული ოცნების” მხარდამჭერები, დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას ცოცხალი მუსიკის თანხლებით ზეიმობენ. ინფორმაციას marneulifm.ge ავრცელებს.

ცეკვის დროს აქტივისტებმა ხელში აიღეს სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურისთვის დამზადებული პლაკატები და ეცეკვებოდნენ. ვიდეოს დასასრულს მოცეკვავე აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის პლაკატსაც ეცეკვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების მიხედვით,  მარნეულში გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 41,92% მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 58,08%
გრიგოლ ვაშაძე – 21 267 ხმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი – 29 463 ხმა.

იტვირთბა....