aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყაზბეგში ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა და დაზიანდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავიასერვისის“ მიერ ექსპლუატირებული ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა.

ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.

“მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

იტვირთბა....