aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მონიტორინგის შედეგად დავადგინეთ, რომ სტიქიის ზონაში მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ვერტმფრენიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დავადგინეთ, რომ სტიქიის ზონაში მდგომარეობა აშკარად გამოსწორებულია”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხდება კერების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს დიდი ინტენსივობით წყლის დასხმა.

„სამწუხაროდ, ქარი კერების გაღვივებას უწყობს ხელს. თითოეული უწყება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აქტიურად არის ჩართული, რომ პარტნიორების მხარდაჭერით და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებით მოხდეს ამ კერების ლოკალიზება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ბორჯომის რაიონში მიმდინარე სამუშაოებში, როგორც ეს ატენის ხეობაში მოხდა, თუმცა, მისი თქმით, რთული რელიეფის გამო სტიქიის ლიკვიდაცია ცოცხალ ძალაზე მეტად ტექნიკას შეუძლია.

„არც ერთი უწყება ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დაცვის მიზნით, მაქსიმალურს აკეთებენ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

იტვირთბა....